Wednesday, November 10, 2010

ნიზარ კაბანი

ფოლკლორი


ვუსმენ განცხრომით

ბრამსის მუსიკას,

ბეთჰოვენს,

შოპენს

და რახმანინოვს,

მაგრამ ბედუინს, ჩემში რომ ცოცხლობს,

სულ ენატრება რაბაბის ჰანგი.

  • რაბაბი - ტრადიციული არაბული მუსიკალური საკრავი


დედაჩემი


ზაფხულობით

დავდივარ ჟენევის ბოტანიკურ ბაღში,

რათა მოვინახულო დედაჩემი...

მებაღედ რომ მუშაობს შვეიცარიის მთავრობასთან

და იღებს ათ ფრანკს

ყოველი სირიული ვარდისთვის,

რომელსაც მათთვის ახარებს...


ფოსტა


ჩემგან სასიყვარულო წერილი...

შენგან სასიყვარულო წერილი...

ქმნის გაზაფხულს...



ელვა


გეტყვი:

”მიყვარხარ!”

მხოლოდ ერთხელ,

რადგანაც ელვა არ მეორდება...







No comments:

Post a Comment